ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაზე დიდი უმუშევრობა საქართველოში არის სწორედ ახალგაზრდებში სწორედ...

“ყველაზე დიდი უმუშევრობა საქართველოში არის სწორედ ახალგაზრდებში სწორედ ამიტომ გვჭირდება ამერიკული და ევროპული ინვესტიციები რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას” – გიორგი ვაშაძე

ყველაზე დიდი უმუშევრობა საქართველოში არის სწორედ ახალგაზრდებში, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა. ყოველი მეორე ახალგაზრდა არის უმუშევარი“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციასა“ და ახალგაზრდებს შორის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს, განათლებას იღებენ, ვერც სამუშაოს იწყებენ, ვერც ბიზნესს და უწევთ უცხოეთში წასვლა:

დღეს სამწუხაროდ გვაქვს რელობა, რომ ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს, განათლებას იღებენ, ვერც სამუშაოს იწყებენ, ვერც ბიზნესს და უწევთ უცხოეთში წასვლა. სამწუხაროდ ყოველი მეორე ვინც ემიგრაციაში მიდის არის 18-დან 35 წლამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაახალგაზრდავდა ემიგრაციული ასაკი.

ყველაზე დიდი უმუშევრობა საქართველოში არის სწორედ ახალგაზრდებში, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა. ყოველი მეორე ახალგაზრდა არის უმუშევარი. წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ ზოგადად ქვეყანაში, ამ ფონზე კი ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები გამოდიან და ხან გვემუქრებიან, ხან სიძულვილის ენით ლაპარაკობენ. გუშინ ყოფილი პრემიერი გამოვიდ და მთელს საქართველოს ეჩხუბა და ვერ გავიგეთ რა უნდოდა, ხოლო როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები ამაზე არაფერი უთქვამს.

რით განსხვავდება განვითარებადი ეკონომიკები ჩვენი ეკონომიკებისგან?! ორი რამ არის ინოვაციებისა და ბიზნესის შესაქმნელად – პირველი ეს არის განათლება და მეორე ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. სამწუხაროდ საქართველოში ორივე მიმართულებით გვაქვს პრობლემა. არ გვაქვს ის თანამედროვე განათლება, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, რომ იყოთ წარმატებულები და მეორე მხრივ არ გვაქვს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან ძვირია.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ძალიან ბევრი თანამედროვე და წარმატებული კომპანია შემოვიდეს საქართველოში. წინაზე ვისაუბრე მერსედესის კომპანიის ჩამოყვანაზე ჩვენს ბაზარზე თუმცა ამაზე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები იცინიან. რატომ? რატომ არ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ მსხვილი კომპანიები შემოვიყვანოთ საქართველოს ბაზარზე და მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაზრდა, რომ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, რომ არ მოუწიოს ქართველ ახალგაზრდას ემიგრაციაში წასვლა და მიიღოს ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი?!

უმუშევრობა, რომელიც ნომერ პირველი პრობლემა სხვაგვარად ვერ გადაწყდება. ამერიკული და ევროპული ინვესტიციები გვჭირდება, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. დიახ, ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციას მოყვება, როგორც ფინანსები ასევე სამუშაო ადგილები და მეტი ცოდნა“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვერა და ვერ გამოვიდა კოლექტიური დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, “ვარდების რევოლუციის” ნირვანიდან” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული პრეტენზიები დასავლეთის მიმართ: "ვერა და ვერ...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში,...

ტვ "იმედზე", კომპანიის თანამშრომლის, შაკო ნათენაძის მკვლელობის ფაქტზე "იმედის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...