spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიაკაკი წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა

აკაკი წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა

აკაკი წერეთლის გამზირზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა. რეაბილიტაციის შედეგებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, დაპირება გზის გახსნასთან დაკავშირებით შესრულებულია, დარჩენილი, მიმდინარე სამუშაოები კი მარტში დასრულდება.

საზოგადოებას დავპირდით, რომ იანვრის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნებოდა. დღეს პირველი თებერვალია და საგზაო ნაწილში დასრულდა სამუშაოები, ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად, თავისუფლად არის შესაძლებელი. ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, სადაც სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. არ მინდა შეცდომაში შევიდეს საზოგადოება და იფიქროს, რომ პროექტი მთლიანად დასრულდა. აქ საგზაო ნაწილზე იყო ლაპარაკი.

პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები. რაც შეეხება გარე განათების ბოძებს, გამზირის ერთ მხარეს დამონტაჟებულია, ხოლო მეორე მხარეს მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები.

გარდა ამისა, ეზოებში შესასვლელები მოწესრიგდება, დაიგება ასფალტი, გზა დაიხაზება, ახალი შუქნიშნები დაყენდება. ყველაფერი გაკეთდება ისევე, როგორც სხვა გამზირების შემთხვევაში. ძალიან ლამაზი გამზირი იქნება, როდესაც მარტში მთლიანად დასრულდება სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გზის შუა ნაწილში განთავსდება საავტობუსო ზოლი, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავისუფლად და სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. გამზირის ერთ მხარეს დასრულებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და LED ლამპიონების მონტაჟი, ხოლო მეორე მხარეს კვლავ მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები.

სრულდება უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება. უახლოეს პერიოდში დასრულდება შუქნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის დახაზვის სამუშაოები.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები, ასევე, მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მონტაჟი, რომელიც მარტში დასრულდება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...