spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგივი მიქანაძე - "ლელომ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ...

გივი მიქანაძე – “ლელომ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული პროცესი მათთვის საინტერესო არ არის

ლელომ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული პროცესი მათთვის საინტერესო არ არის. როგორც 12-პუნქტიანი გეგმის მსვლელობაში მათ არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ და საბოტაჟს ეწეოდნენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ფაქტობრივად სახე ჩამოსტიროდათ, ახლაც ამ პოლიტიკას აგრძელებენ და თუ რა შედეგს მოუტანს ასეთი პოლიტიკა, ამაზე ჩვენი საზოგადოება მათ საკადრის პასუხს გასცემს“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელომ“, გაკეთებული განცხადებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათთვის პროცესი არ არის საინტერესო და მათი არჩევანია თუ როგორ იმოქმედებენ.

გივი მიქანაძის განმარტებით, სამუშაო შეხვედრაზე მაქსიმალური აქცენტი გაკეთდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელზეც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფორმატში უნდა იმსჯელოს.

პროცესი გრძელდება და იმ პასუხისმგებლით, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე გვაქვს, მუშაობას გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს მაქსიმალურად სწრაფი წინსვლა ევროპულ ოჯახში თავისი ადგილის დასამკვიდრებლად“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...