spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა ჭალიძე: "სახალხო დამცველის განცხადებაც ადასტურებს, რომ "ლიბერთი...

თეონა ჭალიძე: “სახალხო დამცველის განცხადებაც ადასტურებს, რომ “ლიბერთი ბანკმა” ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მიმართ მიუღებელი პრაქტიკა გამოიყენა”

სახალხო დამცველის განცხადებაც ადასტურებს იმას რასაც ჩვენ ვამბობდით – მივაწოდეთ. ლიბერთი ბანკმა ისარგებლა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების – პენსიონერების, შშმ პირების, დევნილების, მარჩენალდაკარგულების მოწყვლადობით და მათ მიმართ გამოიყენა ყოვლად მიუღებელი პრაქტიკა“, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

როგორც ჭალიძე აღნიშნავს, სახალხო დამცველის განცხადება მოწმობს, რომ ლიბერთი ბანკი სავარაუდო თაღლითურ სქემებს პენსიონერებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ აქტიურად იყენებდა.

მისივე თქმით, ამ საკითხის შესწავლა და მსესხებელთა უფლებების მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება:

სახალხო დამცველის განცხადებაც ადასტურებს იმას რასაც ჩვენ ვამბობდით, ამის შესახებ სახალხო დამცველს მივმართეთ კიდეც და ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციაც მივაწოდეთ. ლიბერთი ბანკმა ისარგებლა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების – პენსიონერების, შშმ პირების, დევნილების, მარჩენალდაკარგულების მოწყვლადობით და მათ მიმართ გამოიყენა ყოვლად მიუღებელი პრაქტიკა. მათი ნებართვის გარეშე წინასწარ გამიზნულად შედგენილი ტექსტით სმს-შეტყობინების საფუძველზე ასარგებლა ვითომ საშეღავათო პერიოდით და გაუხანგრძლივა სესხის ვადა და ოდენობა. მათგან არაინფორმირებული თანხმობების საფუძველზე დაუმტკიცა ე.წ. ოვერდრაფტები და წლების განმავლობაში ათიათასობით მსესხებელის გადახდილი თანხით მხოლოდ პროცენტი იფარებოდა და სესხის ძირს ერთი ლარიც არ მოჰკლებია.

მოტყუების ხერხით ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავარაუდო თაღლითობის ორ სქემას და პროკურატურამ უნდა ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიც. ბანკმა მსესხებლებისთვის ახალი, შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთის დადგენის შემდეგ სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობის გამოყენების საშუალება სხვადასხვა ბარიერების გამო ხელმიუწვდომელი გახადა მსესხებლებისთვის.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, წესით აქამდეც უნდა ემოქმედათ მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის, არაერთხელ მივმართეთ მაგრამ თავი არ შეიწუხეს. იმედია სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მაინც მოახდენენ რეაგირებას და ყველა მსესხებლის დარღვეული უფლების აღდგენაზე იზრუნებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხის მონიტორინგს და ვიზრუნებთ მსესხებელთა სასარგებლოდ იმოქმედონ შესაბამისმა უწყებებმა. აქვე მზად ვართ ჩავერთოთ ნებისმიერ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ორიენტირებული იქნება აღნიშნული პრობლემის ხალხის სასარგებლოდ გადაწყვეტაზე“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას ავრცელებს პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი...

“ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა” – გოჩა...

სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...