“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების მოლოდინის გამო საზოგადოების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:
“ერთ რამეს ვერ ვხვდები. როგორ შეიძლება ადამიანს ცვლილებები გინდოდეს გულწრფელად და თან ამტკიცდებდე, რომ არაფერი შეიცვლება, რადგან ოპოზიცია სუსტია, ივანიშვილი უძლეველია და ამას ამართლებდე, რომ რეალისტი ხარ და ობიექტურად აფასებ მოვლენებს?!
არანაირი ობიექტური რეალობა არ არსებობს. რეალობას ვქმნით ჩვენ, ჩვენი წარმოსახვით და ახლა ეს იცის უკვე ჯენზის თაობის თითქმის ყველა წარმომადგენელმა, რომელსაც ეს არსად წაუკითხავს და უსწავლია. უბრალოდ ასეთი ცოდნით მოვიდა დედამიწაზე.
გინდათ ცვლილებები? იფიქრეთ იმაზე როგორი იქნება ის თქვენი წარმოდგენით და მერე ილაპარაკეთ და აკეთეთ მხოლოდ ის, რაც ამ ცვლილებებს ფორმას მისცემს და რეალობად აქცევს.
სხვას კი არაფერს აკეთებს ივანიშვილი.😊“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

