spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილევან ნიკოლეიშვილი: "რადიკალური ოპოზიცია ახალი პროვოკაციისთვის ემზადება"

ლევან ნიკოლეიშვილი: “რადიკალური ოპოზიცია ახალი პროვოკაციისთვის ემზადება”

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ქვეყანაში მოსალოდნელი პროვოკაციის თაობაზე საუბრობს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს:

რადიკალური ოპოზიცია ახალი პროვოკაციისთვის ემზადება.

დადასტურებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს დაკრძალავენ, საქართველოში არეულობის მსურველები დამუშავებული გეგმის განხორციელებას შეუდგებიან. კერძოდ, რადიკალი პოლიტიკოსების პირით დააორგანიზებენ აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ იქნება, სასწრაფოდ გადმოეცეს გინტურის მკვლელი საქართველოს და აქ გასამართლდეს რუსი სამხედრო. ამ მოთხოვნით აპირებენ საპროტესტო აქციის დაწყებას, რომელსაც სათავეში რადიკალებთან ერთად ჩაუდგებიან ეგრედწოდებული „სამოქალაქო სექტორის“ წარმომადგენლები, მათ შორის ქაცარავა და ძმანნი მისნი.

არეულობის ორგანიზატორებს აქვთ იმედი, რომ ისარგებლებენ ჩვენი მოქალაქის მკვლელობით, ამ ტრაგედიას სათავისოდ გამოიყენებენ და შექმნიან მუხტს, რომელიც შემდგომ დაპირისპირებაში გადაიზრდება.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, აუცილებლად მიაქციოს ყურადღება ამ ინფორმაციას, ხოლო საზოგადოებას ვეტყვი, რომ არ აყვნენ ამ ბინძურ პროვოკაციას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...