ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარი საფრთხე გახდა თვითონ ჯანდაცვის მინისტრი...

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარი საფრთხე გახდა თვითონ ჯანდაცვის მინისტრი – სერგო ჩიხლაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის დღევანდელმა განცხადებამ, გრიპის ვირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოებაში. ამ თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო “პარალელს” თავისი მოსაზრებები გაუზიარა ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა, მედიცინის დოქტორმა სერგო ჩიხლაძემ:

დღეს მოვისმინეთ ჯანდაცვის მინისტრის ყოვლად არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი განცხადება გრიპის ვირუსის მართვასთან დაკავშირებით და ზოგადად ვაქცინაციაზე. ქალბატონმა მინისტრმა ფაქტიურად უარყო გრიპის ვაქცინაციის საჭიროება და გააკეთა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ძალიან საშიში განცხადება, რომ ვაქცინაცია არ არის საჭირო. გარდა ამისა, მისი განცხადება, რომ „როგორმე გადავიტანთ“ გრიპის შემოტევას, არასწორ წარმოდგენას უქმნის მოსახლეობას სეზონური გრიპის და მასთან დაკავშირებული საფრთხეების მნიშვნელობაზე. ეს განცხადება მითუმეტეს საშიშია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ისედაც დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი სხვა გადამდები დაავადებების შემთხვევაშიც.

რაც შეეხება სეზონური გრიპის პერიოდისთვის მზადებას, ამ მხრივ შარშანაც სერიოზული პრობლემები იყო ქვეყანაში. მსგავსი  სეზონური  გრიპის  შემოტევებისთვის მზადება უნდა ხდებოდეს სეზონური გრიპის დაწყებამდე, გაცილებით ადრე.  რაც ჩვენ ვნახეთ შარშან, ეს იყო სრული დაბნეულობა და ქაოსი როგორც მოსახლეობაში, ასევე ჯანდაცვის სისტემაში. აღმოჩნდა რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა საჭირო ვაქცინების და ანტივირუსული წამლების მარაგი. სახელმწიფოს ჰქონდა მხოლოდ 41 000 ვაქცინა რაც მოსახლეობის დაახლოებით 1%-ის საჭიროებას თუ აკმაყოფილებდა. ეს ნიშნავს აბსოლუტურ მოუმზადებლობას. იგივე „ტამიფლუ“, იყო ხელმიუწვდომელი ან  იყიდებოდა, თითქმის, გაორმაგებულ ფასში და მთავრობის გადაწყვეტილება – ანტივირუსული წამალი გაცემულიყო უფასოდ, განხორციელდა მხოლოდ 5 იანვარს, თვე-ნახევრის მერე, მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების პიკი დაბლა წამოვიდა. გრიპის მართვის სამივე კომპონენტი – პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარიმართა სერიოზული ხარვეზებით და ჩავარდნით. ყველგან იგრძნობოდა, რომ სახელმწიფო და კერძოდ, ჯანდაცვის უწყება ამისთვის მზად არ იყო. სამინისტროს, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია, რას აკეთებ ასეთ პერიოდებში. მსგავსი სტრატეგია კი არ განახლებულა 2009 წლის მერე და რა თქმა უნდა ყველაფერს სჭირდება განახლება. წელსაც ხარვეზებით მიდიოდა სეზონური გრიპისათვის მზადება და მართვა. დაწყებული ვაქცინების დაგვიანებული შესყიდვით და დამთავრებული უკვე გადავსებული სტაციონარებით. ცალკე თემაა სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია და გადამზადება ამ თემაზე.

მსგავსი გამოცდილების ფონზე, ნაცვლად მდგომარეობის გამოსწორებისა და ეფექტური მენეჯმენტისა, ჩვენ ვისმენთ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურ განცხადებას ჯანდაცვის უწყების პირველი პირისგან. მსგავსი განცხადებები წარმოადგენენ საზოგადოებრივ ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ პრობლემას და უფრო მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ ჯანდაცვის მინისტრი თვითონ ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარი გამოწვევა და საფრთხე. ვფიქრობ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა უნდა გაკეთონ სათანადო განცხადება და მოსახლეობას მიაწოდონ ადექვატური ინფორმაცია, რომ როგორმე მოხდეს მინისტრის მავნებლური განცხადების განეიტრალება“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

შეგახსენებთ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას: “ჩვენ არა გვაქვს პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები. სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის. ვაქცინა ეს არ არის პანაცია და აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე. შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში და ჩვენც როგორმე გადავიტანთ ამ ვირუსს“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კაცი, რომელსაც ეგონა, რომ ცას ჩამოხსნიდა – მოხსნეს და შემდეგ დანიშნული არ იყო, რომ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების"...

“ქ/ოცნების საყოველთაო დელეგიტიმაციის პროცესი ღრმავდება და ეს შეუქცევადია” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი ქვეყანაში არსებულ რეალობასა და სანქციებთან...

“რეჟიმის შიგნიდან ჩამოშლა დაწყებულია. მას ვერაფერი გააჩერებს” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, ხელისუფლების სხვადასხვა...

“ჩვენ ვართ მოწმე სამშობლოს ღალატის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა ,,ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

გიორგი ვაშაძე: “გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება”

ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...