spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენ არც მშვიდობა გინდათ, არც ამ ქვეყნის ეკონომიკური...

“თქვენ არც მშვიდობა გინდათ, არც ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა გახარებთ, მარტო იმით ხართ დაკავებული, რომ თქვენი სამშობლოს დისკრედიტაციას ახორციელებთ” – მაია ბითაძე ოპოზიციას

ბოლო დროს დავიწყე ზოგიერთი ტელევიზიის ყურება და სიმართლე გითხრათ, შეუძლებელი იყო იმ ბოღმის, აგრესიის და შურის მოსმენა, რომელიც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან მოდიოდა. იმდენად, რომ ოპოზიციური არხების ჟურნალისტებიც კი გადარიეს რიგ შემთხვევაში, იმდენად დიდი ღვარძლი მოდიოდა მათი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არ სრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე.

მან ასევე ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ იმ არხებს უყურონ, რომლებიც აშუქებენ ყველაფერს, რასაც მთავრობა და საქართველოს პარლამენტი ახორციელებს:

თქვენ მუდმივად დაკავებულები ხართ ადამიანების ბულინგით, ქმნით რაღაც ახალ ფორმატებს რაც მახსენებს 37 წელს, „პლაშიანი“ კომუნისტები რომ დადიოდნენ და ხალხის მტრების სიას ადგენდნენ. ოჯახებს აბულინგებთ და უფრო მეტიც, ბევრი სახელმწიფოს კრიტიკა მოვისმინეთ თქვენგან იმიტომ, რომ თქვენ ვიღაცები არ მოგწონთ. თქვენ არაფერი არ მოგწონთ და გწყინთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ მოვახდინეთ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს გავხდით ენერგეტიკული გაერთიანების წევრები, ვაჭრობა დავიწყეთ ევროკავშირთან და ახლა მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციონერ კოლეგები კანონშემოქმედებით პროცესში არ მონაწილეობენ და ისიც კი არ იციან, რომ მხოლოდ გარემოს დაცვის სფეროში 200-მდე სამართლებრივი აქტი და 11 სრულიად ახალი კანონია მიღებული:

ქართველი ხალხი ხედავს იმას, რომ ოპოზიციას არც მშვიდობა უნდა, არც ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა ახარებს, მარტო იმით არის დაკავებული, რომ სამშობლოს დისკრედიტაციას ახორციელებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ და ოპოზიციას მიმართა, რომ როდესაც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, შეეცადონ პატრიოტული გრძნობა აამოქმედონ და ერთად იზეიმონ „ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი“.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...