spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებანანა ტოხვაძე: ჩინოვნიკების "სახრავი ბიუჯეტი" - ასე აღიქვამს...

ნანა ტოხვაძე: ჩინოვნიკების “სახრავი ბიუჯეტი” – ასე აღიქვამს “ქართული ოცნება” ხალხის ფულს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე 2024 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტს აფასებს და განათლების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს უსვამს ხაზს.

როგორც ნანა ტოხვაძე აღნიშნავს, მართალია ბიუჯეტში განათლების დაფინანსება იზრდება, თუმცა პრაქტიკაში არსებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება.

დღემდე მოუგვარებელია მასწავლებელთა ანაზღაურების, მოსწავლეთა უფასო კვების და სახელმძღვანელოების პრობლემები. მისივე თქმით, მზარდი ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ ერთეულების მდგომარეობას აუმჯობესებს და არამიზნობრივად იხარჯება:

2024 წლის ბიუჯეტის პროექტით განათლების დაფინანსება კვკლავ 470 მლნ.-ით იზრდება და ჯამურად 2 მლრდ. 288 ლარს შეადგენს, თუმცა კვლავ ვერ პასუხობს განათლებაში არსებულ გამოწვევებს და ჩასხმული მილიონები არ აისახება არც დაპირებულ ბავშვთა უფასო კვების პროგრამაზე, არც სადამრიგებლო ხელფასის მატებაზე, არც სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დამცინავ ანაზღაურებაზე, ბაღის თანამშრომელთა ღირსეულთან მიახლოებულ ხელფასის გაცემაზე.

რას მოხმარდება სიდიდით მესამე ბიუჯეტი და ვის მდგომარეობას გააუმჯობესებს? არავის, რადგან წყლის ორი წვეთივით გავს წინა, იმის წინა წლის არამიზნობრივ ხარჯებს და კვლავ ჩინოვნიკების „სახრავი ბიუჯეტია“, რადგან ასე აღიქვამს ქართული ოცნება ხალხის ფულს.

სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობას სკოლა უფასო ჰგონია და არ ითვალისწინებს, რომ ჩვენი საერთო გადასახადებიდან შეკოწიწებული მილიონების ხარჯვა მიბარებული აქვთ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რომელთა მადა უსასრულოა.

შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითად, ყოველ წელს განათლების პოლიტიკის შემუშავებაზე იხარჯება 60-მდე მილიონი, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობაზე კიდევ 48 მილიონი, თუმცა დაგეგმილი და ხელშეწყობილი პრაქტიკაში არაფერი გვინახავს!

უფასო სახელმძღვანელოების საკითხი, რომლითაც თავს იწონებენ, ყოველ წელს მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა ბიუჯეტს 2023 წელს 33 მილიონი დაუჯდა, ხოლო 2024 წლის პროექტით 36 მილიონი დაიხარჯება. სად მიდის ეს მილონები და ვის ჯიბეში ილექება, როცა საჯარო სკოლები არა მხოლოდ წინა წელს გამოყენებულ სახელმძღვანელოებს არიგებენ, არამედ ლამის გრიფირების მინიჭების შემდეგ და დაბეჭდვიდან მოყოლებული თაობიდან თაობას გადასცემენ დაფხრეწილ, დაგლეჯილ, ყდამოხეულ წიგნებს. სახელმძღვანელოები ხშირად ისეთ მდგომარეობაშია, რომ თავმოყვარე მოსწავლეს გადაშლა რომ არ მოუნდება“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...