spot_img
მთავარიირონია"კობახიძის ხუმრობამ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოავლინა: კონსტიტუციაზე...

“კობახიძის ხუმრობამ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოავლინა: კონსტიტუციაზე რაც უნდა თქვას, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები უაპელაციოდ იჯერებენ!” – ბონდო მძინარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, კონკრეტული კანონის, პარლამენტის მხრიდან, პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გადაგზავნაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებები მოჰყვა არა მარტო ოპოზიციის მხრიდან. თუმცა, შემდგომში, მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან განიმარტა, რომ ეს იყო ხუმრობა, რასაც დამატებით ირონიული შეფასებები მოჰყვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის მხრიდან:

ოპოზიციამ არა მარტო კონსტიტუცია არ იცის, არამედ ისეთი უტვინოა, რომ არც ჩაიხედა, რა წერია 36-ე მუხლში.

30 წამში გაიგებდა! სულ რაღაც 30 წამში!

არადა, მთელი 30 წუთი კიოდნენ ისე, რომ კუდი ყავარზე დარჩათ!😂

თუმცა, კობახიძის ხუმრობამ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოავლინა:

კონსტიტუციაზე რაც უნდა თქვას, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები უაპელაციოდ იჯერებენ!
აკი კვალიფიკაცია დაუწუნეთ?!🤔😉😂“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

ინფორმაციისთვის: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს პრეზიდენტთან ხელისმოსაწერად არ გააგზავნიან, რადგანაც საპარლამენტო რესპუბლიკაში კანონების გამოცემა პარლამენტის პრეროგატივაა. შემდგომში, მმართველი პარტიის ლიდერმა განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება ე.წ. “სატესტო” ხასიათის ხუმრობა იყო, რითიც მინიშნება გააკეთა პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აი, რა გინდა რომ თქვა? გეუბნებით სერიოზულად ერეკებიან მეთქი და არ გჯერათ!” – დავით...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი კონკრეტული ექსპერტის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას...

“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო” – ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...