spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რევოლუციური სცენარების განხორციელების არანაირი შესაძლებლობა არ არის და...

“რევოლუციური სცენარების განხორციელების არანაირი შესაძლებლობა არ არის და ერთადერთი რაზეც აქცენტი კეთდება, ეს არის პროვოკაციების მოწყობა” – ირაკლი ქადაგიშვილი

იმის გამო, რომ ქვეყანა ვითარდება და ქვეყანას ძალიან ბევრი წინსვლა აქვს, მათ შორის, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში, იმიტომ რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული ინსტიტუტები ფართოდ და ძლიერად არის წარმოდგენილი, რევოლუციური სცენარების განხორციელების არანაირი შესაძლებლობა არ არის. ერთადერთი რაზეც აქცენტი კეთდება ეს არის პროვოკაციების მოწყობა და სწორედ ამ პროვოკაციების განეიტრალება იყო ის რაც უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირს დღეს კვლავ უდგას დღის წესრიგში საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი.

საბოლო ჯამში, მათი არჩევანიც ძალიან რთულია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ობიექტურად, ყველა შეფასებით, გაცილებით წინ არის მთელ რიგ საკითხებში ვიდრე უკვე კანდიდატი ქვეყნები. ამიტომ რთული იქნება, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, უარი ეთქვას საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. ამავდროულად, გეოპოლიტიკურადაც ძალიან რთულია, რომ ამ ვითარებაში მთლიანად მთელ სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოზე უარი განაცხადო. მაგრამ ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს მაინც მიზანმიმართული დარტყმა საქართველოს ამ პერსპექტივის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...