კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაფხაზეთი, თანამედროვე რეალობა და გამოწვევები - საქართველოს საპატრიარქოში...

აფხაზეთი, თანამედროვე რეალობა და გამოწვევები – საქართველოს საპატრიარქოში მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა შეხვედრა თემაზე

2023 წლის 28 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა შეხვედრა თემაზე: აფხაზეთი, – თანამედროვე რეალობა და გამოწვევები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, სამეცნიერო წრისა და საზოგადოების წარმომადგენლები და ომის ვეტერანები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემასთან დაკავშირებული ფაქტების განხილვას.

სამწუხაროდ, ანტიქართულ ძალებთან საინფორმაციო ომში ჩაბმული ქართული მხარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს საერთაშორისო დონეზე სათანადოდ უზრუნველყოს კონფლიქტის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ამას ემატება ქართულ სივრცეშიც ისეთი საინფორმაციო გარემოს შექმნა, რომელიც ზიანს აყენებს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ნებსით თუ უნებლიეთ, მხარს უჭერს სეპარატისტულ ძალებს.

აღინიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება ქართველი ხალხის სამართლიანი მისწრაფების – მშვიდობით აღადგინოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, – განხორციელებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...