თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია:
,,ბატონი ეძგვერაძის ბრალდებებს მარცხნივ და მარჯვნივ, მე მის ადგილას ცოტა დავფიქრდებოდი. ახლა, თუ ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერზე კახი კალაძის ხსენება უნდათ, ეს მაგათ ნამუსზე იყოს.
რაც შეეხება ზარნაძეს – მან კატეგორიულად უარყო მისი მონაწილეობა ამაში, მითუმეტეს ორგანიზებაში. რამდენადაც ვიცი, თავდამსხმელები და ბატონი ეძგვერაძე ბავშვობის მეგობრები და ნათელ-მირონები არიან, ეს დადასტურებულად ცნობილია საზოგადოებისათვის”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


