კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო გაიმარჯვებს! გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ისევე როგორც...

“საქართველო გაიმარჯვებს! გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ისევე როგორც უკრაინის, მაგრამ ყოველდღიური პროტესტით” – მიხეილ სააკაშვილი

დღეს, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედიდან” ჩაერთო. ექს-პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა:

,,როდესაც მე შევწყვიტე პრეზიდენტობა და ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი, მაშინ გენერალურ პროკურორად არჩილ კბილაშვილი დაინიშნა. კვალიფიციური იურისტი, რომელსაც დაავალეს, რომ ჩემ წინააღმდეგ აღეძრა საქმეები. მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, წულუკიანმა მას ჩამოუყვანა მრავალი უცხოელი ექსპერტი. ექსპერტები ეძებდნენ რამე ხელჩასაჭიდს ჩემს წინააღმდეგ, როცა ვერ იპოვეს ხელცარიელი მივიდნენ თავის უფროსთან და უთხრეს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება არის შეუძლებელი. შემდეგ საიდან ჩნდება ფარცხალაძე?! კბილაშვილს უშვებენ და ფარცხალაძე სისხლის სამართლის საქმეებს ღძრავს. დღეს ირკვევა, რომ ფარცხალაძე უკვე მაშინ იყო ,,ეფესბეს” აგენტი.

და კიდევ ერთი. სალომე ზურაბიშვილი ახლა იყო ევროპაში. ყველა შეხვედრაზე, ჰკითხეთ თუ ასე არ არის, – დაუსვეს მას საკითხი ჩემი გათავისუფლების საკითხი, რათა სრულფასოვნად მივიღო მონაწილეობა თქვენთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სალომე ზურაბიშვილმა ყველგან განაცხადა უარი. ივანიშვილისთვის 3 პირობა აქვს სალომე ზურაბიშვილს მიცემული: ერთი – რომ არ შევუერთდე რუსეთის წინააღმდეგ აქციებს; მეორე – სრულად უერთგულებს ივანიშვილს და მესამე – არ დაუშვას ჩემი ციხიდან გამოშვება და ბოლომდე მიიყვანოს ჩემი განადგურების გეგმა. აი ეს არის სალომე ზურაბიშვილის თამაში.

საქართველო გაიმარჯვებს! გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ისევე როგორც უკრაინის, მაგრამ ყოველდღიური პროტესტით.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა უნდა ჩაატარონ ახალი, თავისუფალი არჩევნები, რომელიც საქართველოს სასწრაფოდ გამოიყვანს ამ საფრთხის ზონიდან და გაიყვანს სამშვიდობოზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...