საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე საუბრობს:
“რუსი ნარკომოვაჭრეებიღა გვაკლდა!
ახალ მკვლელ ქიმიურ ნარკოტიკს, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული ოკუპანტ ქვეყანაში, ახლა ამ ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში ავრცელებენ და რაც მთავარია, ამ გამავრცელებლებს ხელს ვერც კი დააკარებ, რუსეთის ფედერაციამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად რუსეთს შეუძლია სამხედრო ძალის გამოყენება უცხოეთში დაპატიმრებული რუსი მოქალაქეების გამოსახსნელად.
მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემს დროს ნარკომანია აღმოიფხვრა მთლიანად.
ამავე დროს გრძელდება რუსული პროპაგანდისტული საწამლავის გავრცელება. ერთ დროს სახელოვან რუსთაველის თეატრში, მოსკოველი სტუდენტები თამაშობენ რუსულ პროპაგანდისტულ წარმოდგენას მეორე მსოფლიო ომზე. ასეთი სპექტაკლები მთელს დემოკრატიულ სამყაროში აკრძალულია.
მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

