spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა, ყველაფერს...

პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს – კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძეზე

პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო და გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. დღეს მოვისმინეთ განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით.

იცით, რომ ჩვენ რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ ვუერთდებით, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება და იმ შეხვედრებზე, რომლებიც შემდგარა ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მადლობებიც კი მიგვიღია. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ოთარ ფარცხალაძე უწყებაში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია საჯარო სექტორში აღარ საქმიანობს.

ოთარ ფარცხალაძე სისტემაში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა. მე მგონი, ის უკვე 9-10 წელია საჯარო სამსახურში არ საქმიანობს, დაკავებულია კერძო საქმეებითა და ბიზნესებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ყველა შემთხვევაში.

პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ასევე ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებზე გვერდის ავლისთვის. ჩატარდება მოკვლევა და ყველაფერი ობიექტურად გაირკვევა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი ტიპი არსებობს…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფადი ასლის კონკრეტული დაკვირვების შედეგი: "სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...