spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ჩვენ ამ ისტორიულ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, ეს...

“თუ ჩვენ ამ ისტორიულ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, ეს იქნება ძალიან ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის” – ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე

,,ღია საზოგადოების ფონდის” ლიდერობით, 9 ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, სადაც საუბარია, თუ როგორ მიდის საქართველოში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება. მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელმა, ნაზი ჯანეზაშვილმა:

,,სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა, პირველ რიგში, სწორედ იმით უნდა დაიწყოს, რომ აღმოიფხვრას ყველა ის მექანიზმები და შესაძლებლობები, რომლებიც სასამართლოს სისტემაში შიგნით არსებობს, მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, კლანური მმართველობა არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და დიდი საფრთხე. ამავდროულად, როგორც იცით, პოლიტიკური გავლენები სასამართლოზე არის საკმაოდ მასშტაბური, ვინაიდან სასამართლოს, ასე ვთქვათ, ლიდერები, რომლებსაც დღეს აქვთ მმართველობა და ძალაუფლება სისტემაში, ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ხელისუფლებასთან.

ფორმალურად ცვლილებები კანონმდებლობაში გარკვეული სახით შევიდა, როგორიცაა, მაგალითად, მოსამართლეების დანიშვნების დროს გასაჩივრების წესთან დაკავშირებით და ა.შ, მაგრამ რამდენად ეფექტიანი იქნება, თუნდაც, ის მინიმალური ცვლილებებიც კი, რომლებიც შევიდა კანონმდებლობაში, ამას გვიჩვენებს დრო. ხშირად მოლოდინი ამ კუთხით არის ხოლმე ძალიან ნაკლები.

ჩემი ყურადღება მიიქცია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა, რომლებმაც თქვეს, რომ სასამართლოს ნაწილში მათთვის გარკვეული საკითხები იყო გაუგებარი და ბუნდოვანი. როგორც ჩვენ მივხვდით, მათ არ ჰქონიათ კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან ევროკავშირში იმისათვის, რომ გაერკვიათ, დავუშვათ – რა იგულისხმებოდა ამა თუ იმ რეკომენდაციის მიღმა? რა მოლოდინები ჰქონდა ევროკავშირს ჩვენგან?

სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა ხელისუფლებამ არ გამოიყენა. ახლა რამდენად აქვთ კომუნიკაცია, ჩემთვის არის უცნობი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ მაქსიმალურად იყოს გააზრებული ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს არის ისტორიული შანსი. თუ ჩვენ ამ ისტორიულ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, ეს იქნება ძალიან ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...