პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩარტერული რეისის გამოყენებისა და დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა და აღინიშნა, რომ რამდენიმე ათეული ათასი ევროს საფასურად სამთავრობო თვითმფრინავი დაიქირავა, პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა. ამასთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებს, თუ საიდან აქვს პენსიონერ მამას ამდენი თანხა, განმარტებები გააკეთა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ:
“რაც შეეხება იმას, თუ საიდან შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილის მამას (ან ჩვენ მშობლებს, ან თქვენ მშობლებს) გარკვეული შემოსავალი – ეს ხალხი არ არიან პატარა ბავშვები, მთელი თავის ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, ნამდვილად არ მუქთახორობენ თუ უსაქმურობენ და რატომ გვიკვირს ან გვშურს, ან გული გვისკდება, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი?!” – აცხადებს ბექა ოდიშარია.

