ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებააჭარის მთავრობა უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს...

აჭარის მთავრობა უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ფულად ჯილდოს გადასცემს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად უმაღლეს სასწავლებლებში 100% -70% გრანტით ჩარიცხულ პირველკურსელებს შეხვდა და აღნიშნული გადაწყვეტილება გააცნო. სტუდენტები წახალისების მიზნით 2000 და 1000 ლარიან ჯილდოს მიიღებენ.

წელს აჭარის რეგიონიდან 3300-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, 150 სტუდენტი 100% და 70% გრანტით. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობა ახორციელებს სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საზღვარგარეთ. სტუდენტების დაფინანსების პროგრამების ბიუჯეტი და შესაბამისად სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

რამდენიმე წელია მაღალმთიან აჭარაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი აბიტურიენტებისთვის, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ დამატებით, უფასოდ გაიარონ კურსები სხვადასხვა საგანში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ცენტრების კურსდამთავრებულთა 80%-ზე მეტმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

აჭარის მთავრობა განათლების სამინისტროსთან ერთად საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აფინანსებს სტუდენტების სწავლებას და სტაჟირებას. ასევე, წარმატებულ სტუდენტებს მაღალმთიანი აჭარიდან, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და აკმაყოფილებენ პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა კრიტერიუმს, უფინანსდებათ სწავლება საქართველოს უნივერსიტეტებში.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...