“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს და შესაბამისი პოლიტიკური ცვლილებების სცენარს წარმოადგენს:
“მივმართავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს – თუ სურვილი აქვს ხალხმა დაიჯეროს, რომ ეს იმპიჩმენტობანა დადგმული, შეთანხმებული სპექტაკლი არ არის მასსა და ოლიგარქს შორის, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ევროკავშირისგან ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, მისთვის ევროკავშირის უკანონოდ მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევის ჩათვლით.
აი, მხოლოდ რადიკალური ღონისძიებები აიძულებს ოლიგარქს, დათმოს ხელისუფლება, ხოლო ევროკავშირის უპირველესი მოთხოვნა დეოლიგარქიზაცია, რა თქმა უნდა, ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის წასვლას, თავისი მმართველი პარტიით, პოლიტიკური ასპარეზიდან და ახალ, ვადამდელ არჩევნებს,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

