spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ კელი დეგნანს გაწეული...

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ კელი დეგნანს გაწეული საქმიანობისთვის. ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული იმ საჭირბოროტო საკითხში, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებდა” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დასრულებას განცხადებით ეხმაურება და გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, კელი დეგნანი საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში აქტიურად იყო ჩართული. სწორედ მისი ელჩობის პერიოდში საქართველოში არაერთი უდიდესი პროექტი განხორციელდა ჯანდაცვის, სოციალური თუ დემოკრატიის განვითარების კუთხით.

მისივე თქმით, კელი დეგნანი „ქართული ოცნების“ მხრიდან თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა და რომ არა მისი საქმიანობა, აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ახლა ბევრად მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა:

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ კელი დეგნანს გაწეული საქმიანობისთვის. იგი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ საჭირბოროტო საკითხში, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებდა. მისი ელჩობის პერიოდში ამერიკის მხრიდან არაერთი პროექტი განხორციელდა საქართველოს სოფლების და მეწარმეობის განვითარებისთვის, ამერიკული ინვესტიციების საქართველოში შემოსვლისთვის. ჯანდაცვის, სოციალური და დემოკრატიის განვითარების კუთხითაც უამრავი პროექტები განხორციელდა. მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა კოვიდის პერიოდში მის ძალიან აქტიურ ჩართულობას და რომ არა მათი მუშაობა, კიდევ უფრო დაგვიანდებოდა საქართველოში ტესტების თუ ვაქცინების მოწოდება. ასობით მილიარდები, რომელიც საქართველომ მიიღო კივიდის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლოს დროს. ამერიკელი და დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ამ ყველაფერში მას ძალიან დიდი წვლილი და როლი აქვს.

არაერთგზის ის შეეცადა მძიმე პოლიტიკური კრიზისების თვალსაზრისით გადაჭრის გზისკენ წასულიყო ეს პროცესი, მაგრამ როდესაც მეორე მხარე გყავს რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით, ამერიკის ელჩი ვერაფერს გააკეთებს. ჩვენ, რომ პატრიოტი ხელისუფლება გვყოლოდა და არა რუსული ინტერესების გამტარებელი, კელი დეგნანთან ერთად დარწმუნებული ვარ ხელს მოვაწერდით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამერიკიდან კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას შემოვიტანდით.

თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით გაცილებით დიდი შესაძლებლობების რეალიზება იქნებოდა შესაძლებელი. ელჩი ნამდვილად უკან არ დაიხევდა და მხარს დაუჭერდა. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ამერიკის ელჩი კიდევ უფრო მეტად ზრუნავდა საქართველოს ინტერესებზე ამ მთელი პერიოდის მანძილზე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა.

დიახ, სამწუხაროდ, საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ შეაფერხონ ევროინტეგრაციის გზა და პირდაპირ რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან. ეს ძალები და ეს ძალა არის “ქართული ოცნება”, რომლისგანაც იმართება თავიდან ბოლომდე ეს დეზინფორმაციული და ანტიდასავლური კამპანიები.

პირადად ქალბატონი კელიც არაერთჯერ იყო თავდასხმის ობიექტი, ღიად “ქართული ოცნების” წევრები, მათი ტროლ-ბოტებისგან და სატელიტების მხრიდან, ერთადერთი რამის გამო, რომ ის იბრძოდა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს მოქალაქეებს გვეხმარებოდა იმაში, რომ ნათლად დაგვენახა სად იყო საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა და სად იყო ნამდვილი ეროვნული ინტერესების შესაბამისი მოქმედება.

რომ არა კელი დეგნანი და მისი აქტიური მუშაობა ამერიკასთან, საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო ცუდ და მძიმე ვითარებაში იქნებოდა. იმიტომ, რომ ხელისუფლებაში გყავს ძალა ღარიბაშვილ-კობახიძე-ივანიშვილების დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, რომელიც შენი მეგობარია – მტრად აქციოს. პირიქით, ამ ადამიანს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ ვერ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ”, მასზე პერსონალური თავდასხმების მიუხედავადაც კი, გაეფუჭებინა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები.

როგორც კი მოვიცილებთ “რუსულ ქართულ ოცნებას” ამ სტრატეგიულ პარტნიორობას, მყისიერად მივცემთ იმ დიდ პერსპექტივას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ასე უნდა,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“მანამდე გაუშვებენ 3-დღიან თუ 10-დღიან პატიმრობაში, ვიდრე კანონის პატივისცემას არ ისწავლიან” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე დაპატიმრებებს კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ტროტუარზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...