ორშაბათი, ივლისი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პარლამენტის წევრებს, ოქროს პლიაჟებზე წამოწოლილებს, მოვუწოდებ - შეწყვიტეთ...

“პარლამენტის წევრებს, ოქროს პლიაჟებზე წამოწოლილებს, მოვუწოდებ – შეწყვიტეთ დასვენება, სასწრაფოდ მოიწვიეთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და გამოხატეთ თქვენი პოზიცია იმ ფაქტზე, რომელიც ეხება ჩვენი სამშობლოს შემდგომ დაშლა, განადგურებას” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინზე მწვავე შეფასებას აკეთებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე. ოპოზიციონერი ლიდერი, მედვედევის დაპატიმრების მოთხოვნით მიმართავს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ხოლო დასავლეთს – ივანიშვილისა და მმართველი პარტიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესებისთვის:

,,მას შემდეგ, რაც საქართველოს ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი საბოლოოდ გაკოტრდა და იქცა საერთო სახალხო სიძულვილის ობიექტად, მას მხსნელად კვლავ მოევლინა კრემლი, ამჯერად პუტინის “ტყუპისცალ”, ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის სახით, რომელმაც გააფრთხილა ქართული და მსოფლიო თანამეგობრობა, რომ თუ შეექმნება საფრთხე ოლიგარქ ივანიშვილსა და მის მჩაგვრელ რეჟიმს, მაშინ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს მიიერთებს თავის შემადგენლობაში. თითქოს ახლა არ ჰქონდეს მიერთებული

მივმართავ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს – გაეცით დაპატიმრების სანქცია დიმიტრი მედვედევზე ისევე, როგორც ეს განახორციელეთ რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე უკრაინაში აგრესიისათვის. უკრაინაზე ადრე საქართველო იყო და მაშინ რომ არ მოხდა რეაქცია, იმიტომ მოხდა მერე უკრაინა.

მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტს, ბაიდენს და ევროკავშირის ხელმძღვანელობას – დააჩქარეთ ივანიშვილის, მისი უმრავლესობის წევრების, დეპუტატების, მინისტრების, სპეც.სამსახურების ხელძღვანელთა სანქცირება. ჩამოართვით მათ თქვენთან გამოტანილი, დაბანდებული ქონება ბანკებში, აქციებში, დაადეთ სავიზო შეზღუდვები, მოახდინეთ მათი სრული იზოლირება.

პარლამენტის წევრებს, ოქროს პლიაჟებზე წამოწოლილებს, მოვუწოდებ – შეწყვიტეთ დასვენება, სასწრაფოდ მოიწვიეთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და გამოხატეთ თქვენი პოზიცია იმ ფაქტზე, რომელიც ეხება ჩვენი სამშობლოს შემდგომ დაშლა, განადგურებას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ქოცებო, მოვა დრო, სულ დეტალურად მოყვებიან თქვენს სისასტიკეზე” – მერაბ მეტრეველი

საგამოძიებო კომისიაზე წინა ხელისუფლების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე...