პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით:
,,ხელისუფლებამ თავისი დამოკიდებულება და სოლიდარობა უკრაინის მიმართ მკაფიოდ და რომ იტყვიან, ათასგზის გამოხატა. ჩვენ, დღეს, სამწუხაროდ, უკრაინის მხარის, ასე ვთქვათ, ინიციატივით ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობები ძალიან დაბალ ნიშნულზე არის დაყვანილი.
აქედან გამომდინარე, უკრაინას თუ აქვს სურვილი საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისა, ალბათ, უკრაინამ უნდა გამოხატოს, ამ შემთხვევაში, გარკვეული დამოკიდებულება ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა
ინფორმაციისთვის: უკრაინაში, 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილი კომენტარი გააკეთა არიან თუ არა საქართველოს წარმომადგენლები მიწვეული:
,,რაც შეეხება მოწვევას – არ ვიცი მე, ასეთი მოწვევა გამოგზავნილი იყო თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მე ესეთი რამე არ გამიგია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


