ორშაბათი, მაისი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონო ელჩო, თქვენ, როგორც ელჩი, ვერ შედექით -...

“ქალბატონო ელჩო, თქვენ, როგორც ელჩი, ვერ შედექით – ასე რომ goodbye my darling” – ირაკლი ზარქუა კელი დეგნანს მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის დიპლომატიური მისიის დასრულებას ეხმაურება და მწვავე შეფასებებს აკეთებს მის საქმიანობასთან დაკავშირებით:

მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩო. მე მინდა მოგმართოთ და ეს პირდაპირ გითხრათ, თქვენ, თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი იყავით, არამედ იყავით სახელმწიფოსი.

ვწუხვარ ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი, ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას!

ვწუხვარ, თქვენ პოლარიზაცია გაზარდეთ ქართულ საზოგადოებაში თქვენი საქმიანობით. ალბათ, თქვენ იყავით ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო, სამჯერ-ოთხჯერ ჩვენ ჩავახშეთ. იმიტომ, რომ საქართველოსა და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი და არეულობა, არც მეორე ფრონტის გახსნა.

მე მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზად, ლამაზი სიტყვით გამეცილებინეთ, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ასე რომ – goodbye my darling“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციისთვის: კელი დეგნანმა, ერთგვარ გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში, ისაუბრა ბოლო 2 არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ: “არავის განუცხადებია, რომ 2020 წლის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, რომ 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება” და ამასთან ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ 2021 წელს ჩატარებულ ელექტრონული არჩევნებიც იყო ხარვეზები – “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები, მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა სახის, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა ელექტრონულად ხმის მიცემა მოხდება მთელი ქვეყანის მასშტაბით“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს...

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...