spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეიძლებოდა ომის აცილება თუ ჩვენ უარს ვიტყოდით თავისუფლებაზე...

“შეიძლებოდა ომის აცილება თუ ჩვენ უარს ვიტყოდით თავისუფლებაზე და მტერს ჩვენს შვილებსა და ოჯახებზე გადავლის უფლებას მივცემდით” – პაატა მანჯგალაძე

შეიძლებოდა ომის აცილება თუ ჩვენ უარს ვიტყოდით თავისუფლებაზე და მტერს ჩვენს ოჯახებზე გადავლის უფლებას მივცემდით”, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპაციის დაგმობის მაგივრად, კვლავ სიძულვილის ენით საუბარს აგრძელებს.

მისივე თქმით, 2008 წლის ომის აცილება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უარს იტყოდა დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებასა და ქართულ სახელმწიფოებრიობაზე:

დღეს 8 აგვისტოა, ჩვენი გმირების ხსოვნისა და პატივისცემის დღე და ნაცვლად იმისა, რომ ეს დღე გამოყენებული იყოს ეროვნული თანხმობისთვის და ოკუპაციის კიდევ ერთხელ დაგმობისთვის, ღარიბაშვილმა სიძულვილით საკუთარ თავსაც აჯობა.

ამასთან მინდა დავეთანხმო ღარიბაშვილს, დიახ, შეიძლებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის აცილება, ისევე როგორც 1921 წლის 25 თებერვლის, ისევე როგორც კრწანისის, მარაბდის, დიდგორის და ყველა სხვა ბრძოლის თუ ჩვენ უარს ვიტყოდით ყველაზე მთავარზე, ქართულ სახელმწიფოსა და თავისუფლებაზე და მტერს ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს შვილებზე გადავლის უფლებას მივცემდით და გავხდებოდით ისეთივე მონები, როგორებიც არიან ღარიბაშვილი და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები.

უფრო მეტიც, ღარიბაშვილის ლოგიკას რომ გავყვეთ ყველაზე პროვოკატორი დავით აღმაშენებლი გამოდის. რას უწყვეტ ხარკს თურქ-სელჩუკებს, იწვევ და აღიზიანებ მტერს. მეფობ არხეინად, იყავი მონა, შენი შვილებიც გაზარდე მონებად და ამსახურე ბატონს.

სამარცხვინოა ღარიბაშვილი!
სამარცხვინოა “ქართული ოცნება”!

არა ოკუპაციას!
არა მონობას!

დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმის ცვლილებას სჭირდება თავისუფალი არჩევნები, სადაც დემოკრატიული პარტიები მივიღებთ მანდატს მოქალაქეებისგან” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ხელისუფლების ცვლილების მთავარი წინაპირობები დაასახელა, პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა,...

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...