spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ ვარგა, ესე წინსწრებად ისეთი განცხადებების კეთება, რომელსაც...

“არ ვარგა, ესე წინსწრებად ისეთი განცხადებების კეთება, რომელსაც აუდის ძალიან მყრალი სუნი, პოლიტიკური ინტერესის და ქულების დაწერის მცდელობების” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ოპოზიციის ინიციატივაზე, რომ რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით გამოძიების პროცესი დაიწყოს:

ჩემდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ საქართველოში მოიძებნებიან ძალები, მათ შორის, პოლიტიკური, რომლისთვისაც დღეს, გამოძიების წარმოება და პოლიტიკური ხმალაობის ატეხვა უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე იქ სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა და ამ სამუშაოების მიმდინარეობა. ეს სამწუხაროა, მაგრამ ასეა.

ეს ყველაფერი ჰგავს, მათ შორის, პირველივე დღეს გამართულ იმ მიტინგს. ეს არ ვარგა, უბრალოდ, ესე წინსწრებად რაღაცა ისეთი განცხადებების კეთება, რომელსაც აუდის ძალიან მყრალი სუნი პოლიტიკური ინტერესის და რაღაცა ქულების დაწერის მცდელობების.

აქედან გამომდინარე, ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ პირველ რიგში, ყველა დააკვირდეს უბრალოდ სპეციალისტების შეფასებებს ამ საკითხების ირგვლივ, რა იქნება. იმის მიხედვით, რაც იქნება შეფასება, რასაკვირველია, გამოძიება იქნება საჭირო, – ჩატარდება გამოძიება. ეს ყველაფერი უნდა თქვას სპეციალისტთა ჯგუფმა, რომელიც შეისწავლის მომხდარ ინციდენტს. შესაბამისად, აქედან გახდება ყველაფერი ცნობილი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

“ბავშვთა დაცვის დღე საქართველოში მხოლოდ თარიღია” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რიგითი ოჯახის ხარჯებთან...

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...