spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

კახა კალაძე რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შოვში, სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა. მედიასთან საუბრისას მან სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი. თბილისის მერმა სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ მაშველებსა და მოხალისეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ შესაბამისი უწყებები ადგილზე კოორდინირებულად მუშაობენ.

პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, კონკრეტულად შოვში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შოვი აღარ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად.

ალბათ მედიას გქონდათ შესაძლებლობა, გენახათ, რა მასშტაბებზეა საუბარი და რამხელა უბედურება დაატყდა თავს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, პოლიციელებს, მადლობა მოხალისეებს, ჩვენს ჯარისკაცებს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკა მობილიზებულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა შესაბამისი სამსახური, უწყება ადგილზეა და კოორდინირებულად მუშაობს. ტექნიკის შეყვანას რაც შეეხება, ეტაპობრივად ხდება, იქიდან გამომდინარე, როდესაც ამის ნებართვას გასცემს სამაშველო სამსახური.

თქვენ იცით, რომ სამძებრო სამუშაოები უშუალოდ ხელით მიმდინარეობს. სადაც შესაძლებელია ტექნიკის მუშაობა, იქ უკვე 40-ზე მეტი ტექნიკა მუშაობს. საერთო ჯამში, 80-მდე ტექნიკა არის მობილიზებული და ეტაპობრივად, როგორც კი მიეცემათ შესაძლებლობა, ყველგან სადაც აუცილებელია, შევლენ.

თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ უმძიმესი მდგომარეობაა, ძალიან დიდი მასშტაბის ღვარცოფი არის ჩამოსული, გაცილებით მეტი, ვიდრე იყო ყაზბეგში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...