საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაია ბითაძის კონკრეტულ ბრალდებებს, გიორგი ვაშაძესთან მიმართებაში, ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე:
“ამ ტრაგედიისა და სტიქიური უბედურების პირობებში პოლიტიკური სპეკულაცია და ისრების გადატანა, არის ამორალური და მიუღებელი.
მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებს, ასეთ მძიმე დროს ვიდრე არსებობს ერთი ადამიანის გადარჩენის შანსი, შეწყვიტეთ პოლიტიკური ბინძური სპეკულაციები, ტყუილები და ცილისწამება.
აქვე განვმარტავ, რომ ბითაძის განცხადება გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით არის არა მხოლოდ ტყუილი, არამედ ამორალურიც და ბუნებრივია მას ამაში არ და ვერ ავყვებით”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ინფორმაციისთვის: მაია ბითაძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციისა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელდა – გაუქმდა მონიტორინგის სისტემა.

