spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კონცეფცია, რომელსაც ეს დოკუმენტი გვთავაზობს, უმძიმესი საფრთხეების შემცველია,...

“კონცეფცია, რომელსაც ეს დოკუმენტი გვთავაზობს, უმძიმესი საფრთხეების შემცველია, წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ხაზთან” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია კონკრეტული შეფასებები და განმარტებები ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით:

გუშინ, ფორმულას ეთერში გამოვთქვი აზრი, რომ ჯერ უნდა გავერკვეთ, რას გულისხმობს “ოცნება” ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ ვაკრიტიკოთ ეს დოლუმენტი:

(ა) თუ ამას მთავრობა მარკეტინგული შეფუთვისთვის იყენებს მხოლოდ, როგორც ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის ახალ ხარისხში აყვანის პროპაგანდისტულ ნარატივს, არ ღირს ამ საკითხის უტრირება, რადგან შეფასდება, როგორც ქვეყნის და ქართული ბიზნესის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თავდასხმა;

(ბ) თუ ამაში სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტი იგულისხმება (და დოკუმენტი გუშინ ჯერ კიდევ უცნობი იყო) და ეს რეალური სტრატეგიული თანამშრომლობაა, მაშინ – კატასტროფაა.

დღეს, გამოქვეყნდა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის ტექსტი:
ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური სიახლეები ნამდვილად არის, მაგრამ ე.წ. მულტივექტორული თანამშრომლობის კონცეფცია, რომელსაც ეს დოკუმენტი გვთავაზობს, უმძიმესი საფრთხეების შემცველია, წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ხაზთან (რასთან დაახლოვებაც ჩვენი ევროინტეგრაციული პროცესების სავალდებულო წინაპირობაა) და დასავლეთის გეოპოლიტიკური შანტაჟია.

პრინციპში, ეს დოკუმენტი კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტაჟია. კვლავ ვრჩები ჩემს აზრზე: “ოცნება” ყველაფერს იზამს, რომ ჩვენ ეს სტატუსი ვერ მივიღოთ, რადგან მისი ამოცანა სწორედ ეს არის.

ps მადლობა კონსულტაციისთვის თინა ხიდაშელს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნიკა მელიას თავდადება, სიმტკიცე და შეუპოვრობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილის...

პარტია "ახალი" განცხადებას ავრცელებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“ბრწყინვალედ ჩატარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" XIII...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...