spot_img
მთავარისაერთაშორისო ურთიერთობებიჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრამ ჩვენი ეროვნული სიამაყის განცდა...

ჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრამ ჩვენი ეროვნული სიამაყის განცდა კიდევ ერთხელ გააღვიძა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით:

ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრამ ჩვენი ეროვნული სიამაყის განცდა კიდევ ერთხელ გააღვიძა. მილიარდნახევრიანი მოსახლეობისა და მსოფლიოს მეორე, 20-ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანასწორი მიღება გაუმართა.

შეიძლება ვინმემ ისიც თქვას, რომ როდესაც ერთი სახელმწიფოს ლიდერი მეორე სახელმწიფოს ლიდერს თანასწორ მიღებას უწყობს, ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. შეიძლება ეს მართალიცაა, თუმცა, ჩვენ უკვე მრავალი წელია მიგვაჩვიეს, რომ დიდ ქვეყანას ჩვენს პატარა ქვეყანასთან მხოლოდ ბატონყმური ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს.

უკვე მრავალი წელია, საქართველოს ზემოდან უყურებენ; საქართველოს განიხილავენ არა როგორც ღირსეულ პარტნიორს, არამედ როგორც ტერიტორიას, რომელიც აუცილებლად აგენტურის ხელით უნდა იმართებოდეს; შეურაცხყოფას გვაყენებენ აბსურდული რეზოლუციებითა და განცხადებებით; მფარველობენ დიქტატორებსა და დამნაშავეებს და ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რომელმაც საქართველო აგენტურისგან გაათავისუფლა და ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი დაუბრუნა; გვაიძულებენ მანკიერი გარე ინტერესების შესაბამისად ვცვალოთ საქართველოს კონსტიტუცია, უპრეცედენტო და აბსურდული ცვლილებები შევიტანოთ კანონებში; გვთხოვენ ცალ ფეხზე დგომას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური განაცხადის დატვირთვა აქვს.

ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების ლიდერს ბოლოს 2017 წლის მაისში შეხვდა, როდესაც დონალდ ტრამპი გიორგი კვირიკაშვილს გაესაუბრა. მას შემდეგ 6 წელიწადზე მეტი გავიდა და ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, თუმცა, ჩვენ ჯერ ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის კანდიდატის სტატუსსაც კი არ გვანიჭებენ. ეს ქედმაღლური და ბატონყმური დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია ჩვენი პატარა, მაგრამ უნიკალური ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნისთვის.

ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრა იმის კიდევ ერთი ნიშანია, რომ საქართველო ღირსებასა და ეროვნული სიამაყის განცდას იბრუნებს, რაც ასე ძალიან გვაკლდა წლების განმავლობაში. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენულია, როგორც არასდროს და სწორედ დამოუკიდებლობის განმტკიცების ხარჯზე ახერხებს, მშვიდობის შენარჩუნებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე. თუ წინა წლებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ქართველების სიამაყის განცდა მინიმუმამდე იყო დასული, ბოლო კვლევების თანახმად, ნახტომისებური წინსვლა აღინიშნება, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბატონყმურ ურთიერთობებზე უარი თქვა და თავს აღარავის უხრის.

ახლა საჭიროა შიდა პოლიტიკაში ანალოგიური გარდატეხის შეტანა, რაც ხალხის სიამაყის განცდას საბოლოოდ გაამყარებს. ვიდრე აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს ინარჩუნებს, შეუძლებელია ხალხის სიამაყის განცდა მაღალ ხარისხში იყოს და მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობდეს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. შესაბამისად, აუცილებელია მივაღწიოთ ისეთივე შიდაპოლიტიკურ გარდატეხას, როგორსაც საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიაღწია, რისი საბოლოო შედეგიც პოლიტიკიდან კოლექტიური ნაცმოძრაობის, უცხოური აგენტურის საბოლოოდ ჩამოშორება უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა...

აშშ რესპუბლიკური პარტიის წევრის, სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელ გარდაცვალებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...