spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ იმის გადაწყვეტა მოგვიწევს, გვინდა რუსეთში ცხოვრება თუ...

“ჩვენ იმის გადაწყვეტა მოგვიწევს, გვინდა რუსეთში ცხოვრება თუ გვინდა საქართველოში ცხოვრება, ევროპულ ქვეყანაში?!” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში, გადაცემაში ,,კვირის ფორმულა” საუბრობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს იქნება, როცა მმართველი პარტია დააყენებს არჩევანს – დასავლეთი თუ რუსეთი:

,,რა დამხვდა გარეთ? ის, რომ ანტიდასავლური რიტორიკის აღმავალი ხაზია. ეს არ გაჩერდება. გამორიცხულია, რომ გაჩერდეს. ეს ჟანრის კანონებს ეწინააღმდეგება ეგეთი რამ.

არ გაჩერდება, არც ერთ შემთხვევაში. იქამდე მივა, რომ ჩვენ იმის გადაწყვეტა მოგვიწევს, გვინდა რუსეთში ცხოვრება თუ გვინდა საქართველოში ცხოვრება, ევროპულ ქვეყანაში?

საქართველოს როცა ვამბობ, მე წარმომიდგენია, რომ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე – მომავალში, რამდენიმე წელიწადში, მაქსიმუმ 10 წელში. სასურველია, რომ 5 წელში, თუმცა, ეს რეალისტურია.

ამ გადაწყვეტილების მიღება როდის მოგვიწევს? – ვნახოთ, ,,ქართული ოცნება” როდის დააყენებს ამ მომენტუმს. დააყენებს მაშინ, როდესაც ჩათვლის, რომ ყველაზე ძლიერია და ოპოზიცია ყველაზე სუსტია. ეს შეიძლება მოხდეს წელს, გაზაფხულზე, 2024 წელს დანამდვილებით მოხდება. მე ვფიქრობ, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ. დამხვდა ისე, რომ ამისთვის, მაინც და მაინც, მზად არ ვართ.

ძაღლის თავი მარხია იქ, რომ ჩვენ მხარეს დღის წესრიგი არ არის. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკოსებს. კვლავ ვიტყვი, მე არ ვარ ქართველ პოლიტიკოსებზე დაბალი შეხედულების. ეგ არის ზოგადად ჩვენი პრობლემა.

ჩვენ ვართ მოპასუხეების რეჟიმში. მოპასუხეები ფინიშამდე პირველები ვერ მიდიან. ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან არ არიან, ან ისე უნდა უპასუხო, რომ მოწინააღმდეგე წააქციო. ჯერ-ჯერობით, ეს ვერ შევძელით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“არ მახსოვს სააკაშვილის მხრიდან ერთი საყვედური, პირიქით! მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავდა!” – გია ხუროშვილი

წინა ხელისუფლების დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი ცალკეულ...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...