spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ტყუილებით აბრუებდეს...

“ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ტყუილებით აბრუებდეს ხალხს” – გიორგი მშვენიერაძე

ორგანიზაცია “დემოკრატიის მცველების” თავმჯდომარე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი მშვენიერაძე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ ნიუანსებზე საუბრობს:

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს, რაც მისი მოსახლეობის 80%-ზე მეტის სურვილია, ოქტომბრამდე საჭიროა 2 რამ:

1. საქართველომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია (9 ჯერ კიდევ შესასრულებელია – ევროკომისიის შუალედური ანგარიში, 2023 წლის ივნისი) და მის შესრულებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა;

2. საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირთან (დღეს მაჩვენებელი 28%-ია, მაშინ როცა ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანას 100% აქვს – ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე ლიუკ დევინის განცხადება, 2023 წლის 20 ივნისი).

როცა ხელისუფლება ამბობს ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოსო – ქართველ ხალხს ატყუებს. დიახ, ევროკავშირი პოლიტიკური ორგანიზაციაა და გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მიიღება. ამიტომ, ხელისუფლებას მოეთხოვება, მისი პოლიტიკა იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან თანმხვედრი.

რაც მეტ ადამიანთან მივიტანთ ამ ამბავს – უკეთესია. თუ გადაზიარება დაგეზარებათ, დააკოპირეთ და ისე გააგებინეთ ეს სხვებს. ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ტყუილებით აბრუებდეს ხალხს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი მშვენიერაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“ნიკა მელიას თავდადება, სიმტკიცე და შეუპოვრობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილის...

პარტია "ახალი" განცხადებას ავრცელებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის...

“არ მახსოვს სააკაშვილის მხრიდან ერთი საყვედური, პირიქით! მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავდა!” – გია ხუროშვილი

წინა ხელისუფლების დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი ცალკეულ...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...