spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია შეიცავდა ტყუილს და...

დადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია შეიცავდა ტყუილს და ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ აგორებული კამპანიის შესახებ საუბრობდა, რომ ეს იყო ფარსი და სიბინძურე.

კახა კალაძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის გარშემო აგორებული კამპანია ქვეყნის გაშავებისკენ და ხელისუფლების დამხობისკენ იყო მიმართული:

ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა. პრაქტიკულად დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამდენი ხნის განმავლობაში, მთელი ეს კამპანია, რომელიც შეიცავდა ძალიან დიდ ტყუილს, სიბინძურეს, მიმართული იყო საქართველოს, ჩვენი ხელისუფლების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ზოგადად ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული.

კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოიკვეთა, თუ რა სიბინძურე ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი შენიღბულია ვითომ ლობისტებით, რაც სამწუხაროა და აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მიღებული რეზოლუციები, გაკეთებული განცხადებები, იყო ფარსი.

ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდნენ. ამას ჰქვია სამწუხარო პოლიტიკა, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ცუდია ის, რომ ამაში ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ამ ყველაფერში ამერიკის საელჩოს ჩართულობის შესახებ, თბილისის მერი პასუხობს, რომ გაუჭირდება იმის ახსნა, თუ რა კავშირშია ამერიკის საელჩო.

რაც ამ ინფორმაციაში ეწერა, ბევრ კითხვას ბადებს. მე გამიჭირდება იმის ახსნა, რა კავშირშია ამერიკის საელჩო და რატომ უნდა ყოფილიყო ჩართული აღნიშნულ გადაწყვეტილებებსა და იმ სიბინძურეში, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა. ხალხსაც ბევრი კითხვა უჩნდება.

ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სწორ ანალიზს გააკეთებს. ალბათ ბევრ ადამიანს ჰქონდა კითხვები, რა ხდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დღეს, ყველაფერი ნათელი გახდა, რომ იმ სიბინძურის უკან, რაც ხდებოდა, დღეში ათჯერ რომ „კვდებოდა“ სააკაშვილი, რა ძალები იდგნენ ამის უკან.

ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, კეთილი ინებოს ყველამ და ბოდიში მოიხადოს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებმა, ევროპარლამენტარებმა, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ საქართველოს კონსტიტუციას, ქართველ ხალხს თავიანთი ოდიოზური განცხადებებით. ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან, არამედ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები და აქვთ მხოლოდ ის ინტერესი, დაამხონ ხელისუფლება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი ტიპი არსებობს…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფადი ასლის კონკრეტული დაკვირვების შედეგი: "სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...