spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე ოპოზიციის შეკრებაზე: როგორ წარდგებიან ისინი არჩევნებზე,...

კახა კალაძე ოპოზიციის შეკრებაზე: როგორ წარდგებიან ისინი არჩევნებზე, არ მაინტერესებს, რადგან მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ყველანი ერთნი არიან

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაყოფილები არიან, თუმცა მათ ერთი პატრონი ჰყავთ.

კახა კალაძემ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეკრების შესახებ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება“ და მისი საარჩევნო გეგმები:

რეალურად ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, რომ ეს ადამიანები არიან ერთი მსოფლმხედველობის. ერთი პარტია იყო თავის დროზე, შემდეგ დაიშალნენ და ცალკეულ პოლიტიკოსებად და პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინნენ. ეს ადამიანები არიან ერთი პატრონაჟის ქვეშ, ჰყავთ ერთი პატრონი. შეიძლება დღეს ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე, მაგრამ ყველანი ერთნი არიან. როგორ წარდგებიან ისინი ან რა ფორმულირება ექნებათ, ეს მე არ მაინტერესებს.

ჩემთვის მთავარი არის ჩემი პარტია, თუ როგორ წარდგება, რა სიახლეებს შემოიტანს, რა ახალი პროექტები გვექნება. რაც შეეხება ამ ადამიანებს, საერთოდ არ არიან საინტერესო. მათ ყველას ერთი ხერხემალი აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ვიღაც “შესტიორკა” კობახიძე აქედან ასწავლის უკრაინის გმირ პრეზიდენტს, რომ თურმე მე უკრაინას “ბევრი დავუშავე”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...