spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები,,არახამიასნაირები და გონჩარენკოები, რაც არ უნდა ინიციატივით გამოვიდნენ,...

,,არახამიასნაირები და გონჩარენკოები, რაც არ უნდა ინიციატივით გამოვიდნენ, ეს ჩვენთვის უინტერესოა” – ირაკლი ზარქუა

უკრაინის რადას დეპუტატები ოფიციალური დოკუმენტით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ასევე მიმართავენ ევროპარლამენტარებს ანალოგიური გადაწყვეტილების მისაღებად ძალისხმევისთვის. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მწვავე კომენტარს აკეთებს რეგიონალური და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა:

,,არახამიასნაირები და გონჩარენკოები, რაც არ უნდა ინიციატივით გამოვიდნენ, ეს ჩვენთვის უინტერესოა. ისინი არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, შემთხვევით მოხვედრილი რადაში, უკრაინის პოლიტიკაში. ამას უკრაინელი ხალხი უკვე ხედავს. კარგად აცნობიერებს და აანალიზებს, ვინ არიან და რას წარმოადგენენ. უსამშობლოების გაერთიანებაა უკრაინის რადაში მოხვედრილი!

ახლა მათი ინიციატივა, რაც არ უნდა იყოს, უკავშირდება რას – ერთადერთი, სააკაშვილი დაიხსნან ტყვეობიდან. რატომ? – იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ ფული ჰქონდეს აღებული ბატონ არახამაის. ამაზე წამსვლელია იმიტომ, რომ უსამშობლო კაცია.

მოგმართავთ პატივცემულო ევროპარლამენტარებო, ზაფხულია, დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს სახელმწიფოებს!

ეს ლობისტური ის ხომ უნდა დასრულდეს. რა არის გადახდილი ერთი გამაგებინეთ, ქალბატონმა გიულიმ რა გადაიხადა ასეთი?!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“გახსენებთ! 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ჯერ სისტემიდან არავის უგია პასუხი. მოჩვენებითადაც კი” – ნანკა...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გულისტკივილს გამოხატავს 2 კვირის წინ მომხდარ...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...