spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჭამაზე უარის თქმის გამო, ადამიანები ციხიდან ვერ გათავისუფლდებიან"...

“ჭამაზე უარის თქმის გამო, ადამიანები ციხიდან ვერ გათავისუფლდებიან” – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და საკვების მიღებაზე უარის თქმის გამო შესაბამისი სასჯელისგან მას არავინ გაათავისუფლებს:

მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს და ყველაფერი იქნება რიგზე. მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და იმავეს გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის „შემოტანა“ საქართველოში, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, თავიდან ბოლომდე იყო დადგმული. ეს შემდეგ გაგრძელდა იმ პიარკამპანიით, რასაც ვხედავდით ამ თვეების განმავლობაში.

მიშა დღეში ათჯერ კვდებოდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო – ეს ყველაფერი მიმართული იყო ერთი რამისკენ, რომ როგორმე მომხდარიყო მისი დახსნა და გათავისუფლება სასჯელიდან.

ადამიანს აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რაზეც პასუხისგება უწევს. ჭამაზე უარის თქმის გამო, ადამიანები ციხიდან ვერ გათავისუფლდებიან. მე, რა თქმა უნდა, არავის ცუდად ყოფნა არ გამიხარდება. პირველ რიგში, მისმა ოჯახის წევრებმა, გარემოცვამ უნდა იზრუნონ მის ჯანმრთელობაზე შესაბამისი კალორაჟითა და საკვებით.

ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველა ადამიანის უფლების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, სახელმწიფო ამ მოცემულობაში არის მოწოდების სიმაღლეზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...