spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მომავალი მთავრობა მართალ მოქალაქეთა მთავრობა უნდა იყოს!.." -...

“მომავალი მთავრობა მართალ მოქალაქეთა მთავრობა უნდა იყოს!..” – ირაკლი ტაბლიაშვილი

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “კონტექსტის” წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი თავის ვარაუდებს გამოთქვამს საქართველოს პოლიტიკურ რეალობა-მომავალთან დაკავშირებით:

წლის მიწურულიდან “ოცნება” გააგრძელებს კი არა, გააძლიერებს ანტიდასავლურ ქმედება/რიტორიკას და, ჰოი და, ვნატრობ, ღიად გადავიდეს რუსეთისაკენ!

დიახ, ვნატრობ… და დიახ, ღიად!..

იმიტომ, რომ, თუ გადავა, მისი მომხრეების ნაწილისთვისაც კი ნათელი გახდება, რომ ის – “ოცნება” რუსულია!..

და როცა ნათელი გახდება, 20-30 %-ს ამომრჩევლისა, “ოცნება”, უბრალოდ, დაკარგავს!..

და მივლენ მოქალაქეები და მაინც და მაინც ნაცებს კი არ შემოხაზავენ, არამედ, თუნდაც ახალ თუ სხვა ძალას; თუნდაც ერქვას – “ჩვენი ვარამი”.

რაც შეეხება დასავლეთს!..

2024 წლის მიწურულამდე რომც მიიხუროს ფანჯარა, ის ოდნავ შეიღება 2024-25 წლებში თუ… უფრო ზუსტად, შეიღება ჩვენთვის, თუ…

და აი, ამ თუ-შია საქმე!

თუ მომავალი კოალიციური მთავრობა ბოდიში და მლია/მლია მთავრობა იქნება! თუ მკვეთრად არ გადადგამს ნაბიჯებს დასავლეთისკენ და, გაგიკვირდებათ და ვიტყვი ასე – არ დასჯის ქართველ რუსებს, რომლებიც მართავენ ქვეყანას დღესდღეობით… თუ დაუსრულებელი კონსენსუსის ძიებაში გალევს დღეს და მოსწრებას; თუ არ იქნება მკვეთრი! მკაცრი! ოღონდ, იმავდროულად, სამართლებრივი და სამართლიანი და… მორალურ/ზნეობრივად წელგამართული; მაშინ ცვლილებებს აზრი როგორ არ აქვს, მაგრამ, ნელა ვივლით და ეს კი არ-სიარულს ნიშნავს!..

და კიდევ… მომავალი მთავრობა მართალ მოქალაქეთა მთავრობა უნდა იყოს!.. 3-0-ს კი არ უნდა უგებდეს მდინარაძეს, არამედ, 300-0-ზეც არ უნდა იყოს ყაბულს!
და აი…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდ გვერდზე ირაკლი ტაბლიაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ დისკრედიტაციულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...