spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი კობახიძე, საკუთარი სისუსტის დასამალად, გიორგი ვაშაძის დაჭერით...

“ირაკლი კობახიძე, საკუთარი სისუსტის დასამალად, გიორგი ვაშაძის დაჭერით იმუქრება” – პაატა მანჯგალაძე

ირაკლი კობახიძე საკუთარი სისუსტის დასამალად გიორგი ვაშაძის დაჭერით იმუქრება” –  ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მმართველი პარტიის ლიდერი აღნიშნავს, რომ პარლამენტზე შტურმი ორგანიზებული იყო და ამისთვის გიორგი ვაშაძე და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები არიან დასაჭერები.

პაატა მანჯგალაძის თქმით, კობახიძის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული არ არის და „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი სკამებისა და ძალაუფლების შენარჩუნებაა:

ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებით დადასტურდა, რომ არანაირი ევროპაში ინტეგრაციის პროცესი მას არ აინტერესებს, არც ის პრობლემები და მათი გადაწყვეტა, რაც საქართველოს მოქალაქეს აქვს.

მისთვის მთავარი არის სკამის შენარჩუნება და ამისთვის ყველაფერზეა ხელის მომწერი და წამსვლელი. არ მოერიდება არც ოპონენტების დაჭერას, არ დამალა კიდეც, რომ ოცნებობს გიორგი ვაშაძის დაჭერაზე, რისიც რა თქმა უნდა არავის ეშინია.

კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის ხელისუფლების სიძლიერის ნიშანი , ეს არის სისუსტე, რადგან ირაკლი კობახიძეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებზე კარგად არავინ იცის, რომ ისინი არაფერს წარმოადგენდნენ 2012 წლამდე სკამის გარეშე და არაფერი იქნებიან მის გარეშე ხვალაც.

ჩვენი ეროვნული ამოცანა არის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამ გზაზე მთავარია არა ის, რას ვამბობთ ჩვენ ან რას იტყვის “ქართული ოცნება”, არამედ როგორ შეაფასებენ ამას ევროპელები და ევროკომისია. სწორედ ევროკოკისიამ დაუწერა ორიანი “ქართულ ოცნების” მიერ შესრულებულ რეკომენდაციას და ეხლა ცდილობენ სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანას,“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია” – ნიკა გვარამია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად,...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...