ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი...

“მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე?!” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ლიდერი განმარტავს, თუ ვინ როგორ აღიქვა სამოქალაქო აქტივიზმი:

,,მიშა მშვილდაძე თვითონ მსხვერპლია. მას შთააგონეს, რომ დედის გინება არის სამოქალაქო აქტივიზმი. დედას იგინებოდა, სადაც ამის საშუალება ჰქონდა. მერე გამოვიდა ვიღაც სხვა, რომელმა ასევე, ასე წარმოიდგინა ეს ყველაფერი. მაგალითად, ერთ-ერთი ელჩის ბოლოდროინდელი მოწოდება გინებასთან, ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით აღიქვა ასე – თუ იძალადებდა მიშა მშვილდაძეზე, ეს იქნებოდა სამოქალაქო აქტივიზმი; თუ ვიღაცა შეაგინებს მიშა მშვილდაძეს, ადამიანმა წარმოიდგინა, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი.

ეს დანერგა ვინ? -კონრეტული ელჩი იყო, რომელიც ამაზე საუბრობდა. რაც სირცხვილია! ელჩის განცხადებას ძალიან დიდი გავლენა აქვს.

გამოდიან ვიღაც მართლა ნაგავი ხალხი და გეძახიან – ხან რუსი, ხან პუტინისტი, ხან კორუმპირებული და რაღაცა ათასი უბედურება. თვითონ კორუმპირებულები და ის ადამიანები, რომლებმაც ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას. პასუხი სჭირდება ამ ხალხს, ბუნებრივია.

მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე?!

რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, – როდესაც კონკრეტული ადამიანები ცეცხლს უკიდებენ სხვა ადამიანებს, როცა თავზე ამხობენ ნაგვის ურნებს და დუმილია სრული, ხოლო ყველა სხვა თემაზე არის მყისიერი რეაგირება, რა თქმაუნდა ეს დუმილიც არის ფიზიკური ძალადობის პირდაპირი წახალისება…“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

“ქვეყნის ჭაობიდან ამომყვანის გათავისუფლების მოთხოვნას პუნქტების ჩამოთვლა არ სჭირდება” – კობა ხაბაზი მიხეილ სააკაშვილზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა ხაბაზი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...