,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინულ მედიაში გააკეთა:
,,სალომე ზურაბიშვილისას საერთოდ რამეს დავიჯერებთ მაშინ, როდესაც ის გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას და პირდაპირ, კრიტიკულად ახსენებს ბიძინა ივანიშვილს. ამ ქვეყნის მთავარი ჭირი არის ოლიგარქი ივანიშვილი.
სანამ ის ამას არ აკეთებს და უბრალოდ ნებართვა აქვს მიცემული, რომ ,,აი, კი ბატონო, ღარიბაშვილი შეგიძლია გააკრიტიკო, კობახიძე და ა.შ. – ეს არ არის სერიოზული”, – განაცხადდა სერგო ჩიხლაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


