spot_img
მთავარიგართობა და დასვენებათბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია 15 ივნისიდან...

თბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია 15 ივნისიდან იწყება

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებისთვის მასშტაბური საზაფხულო პროგრამები განახლდება, რომელზე რეგისტრაციაც 15 ივნისიდან დაიწყება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზაფხულო პროგრამებში მონაწილეობის მიღება დედაქალაქში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს შეეძლებათ.

მინდა საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ მივაწოდო ინფორმაცია. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მისი დანერგვა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე.

არ არის აუცილებელი, რომ ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს, მაგრამ მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებას ხელშეწყობა ყოველთვის ექნება.

2023 წლის საზაფხულო პროგრამებში, დაახლოებით, 5 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება. ეს ეხება თბილისში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.

მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით, ეკიპირებით და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამებზე რეგისტრაცია 25 ივნისს დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე და იმედი მაქვს, საზაფხულო პროგრამებით ბევრი ახალგაზრდა ისარგებლებს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის უფასო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

2023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში, შემდეგი აქტივობებია დაგეგმილი:

  1. არტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია);
  2. მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში) – ზღვის უბანში არსებული საცურაო აუზით ერთი თვის განმავლობაში, სარგებლობა შესაძლებელი იქნება 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის;
  3. ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები);
  4. ჯომარდობა (ფასანაური);
  5. ლაშქრობები „თბილისის გარშემო“ – წარიმართება ოთხი ორდღიანი და რვა ერთდღიანი საველე სალაშქრო ბანაკების სახით.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...