ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესთან დაკავშირებით, ევროპიდან წამოსულ გზავნილებზე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე:
,,ეს არის პირდაპირ ბოლო მოთხოვნა და გაფრთხილება, თუ რა უნდა დააკმაყოფილოს ,,ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ.
ეს არის ანტიდასავლური, ანტიუკრაინული განცხადებების შეწყვეტა; საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ კურსთან. ეს არის უბრალოდ მათი ბოლო გაფრთხილება.
ოქტომბერში გაფართოებაზე უკვე ღია მსჯელობა იქნება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ შოლცთან, მიშელთან, სხვადასხვა დელეგაციებთან შეხვედრა ზუსტად არის იმის წინაპირობა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად ბოლო გაფრთხილებები მიიღოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


