spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ვინმე იტყვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის გარეშე...

“თუ ვინმე იტყვის, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობის გარეშე დაამარცხებს ხელისუფლებას ან ილუზიაშია ან სხვების შეცდომაში შეყვანას ცდილობს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტის წევრი, “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და პროდასავლურ ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ მხოლოდ კოორდინირებისა და საერთო ძალისხმევითაა შესაძლებელი ხელისუფლების დამარცხება:

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი კოლეგა ოპოზიციიდან ეხმარება და აძლიერებს “ქართული ოცნების” ნარატივს, რომ არცერთ შემთხვევაში, მიუხედავად არსებული მძიმე ვითარებისა, არ გააერთიანებენ ძალისხმევას საქართველოს ამ რთული ვითარებიდან გამოყვანისთვის.

მოცემულ ვითარებაში, როცა სახეზეა საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერება, ყოველ დღე თავს ესხმიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც არიან ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტორები და ზარზეიმით, ლანგრით ეგებებიან საქართველოს დაშლისა და დანაწევრების პოლიტიკის მთავარი შემოქმედი პირის, ლავროვის ოჯახის წევრებს, როცა საქართველო კადიროველების თარეშის ადგილად აქციეს, ამ დროს ჩემთვის გაუგებარია გამოვიდეს ოპოზიციის რომელიმე ლიდერი და განაცხადოს რომ არ ითანამშრომლებს სხვა ოპოზიციასთან.

მესმის, “ქართული ოცნება” რატომ ახდენს ოპოზიციის კოორდინაციისა და საერთო ძალისხმევის თემის ტორპედირებას – მათ ეშინიათ ოპოზიციის მწყობრი ქმედებების და ურჩევნიათ დაქსაქსული ოპოზიცია, რომელიც ვერაფერზე იპოვის საერთო ენას, ეს კი ნამდვილად არის დამარცხების ფორმულა. მით უმეტეს, როცა საუბარია არა პარტიების შერწყმაზე ან სიებზე ან საარჩევნო ნომერზე, არამედ ოპოზიციის კოორდინაციაზე და საერთო ძალისხმევაზე, რომ ამ საგანგებო ვითარებაში ჩვენი ნაბიჯები იყოს შეთანხმებული და შესაბამისი. თუ ვინმე იტყვის, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობის გარეშე დაამარცხებს ხელისუფლებას ან ილუზიაშია ან სხვების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

ასევე, “ნაციონალურმა მოძრაობამაც”, როგორც ვიცი, გაიაზრა, რომ სხვა ოპოზიციური ძალების გარეშე ვერ დაამარცხებს “ოცნებას”.

შესაბამისად, საქართველოს გადარჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რა ამოცანა არსებობს, რომელიც ხელს უშლის კოორდინაციას, მე არ მესმის.

საერთო ძალისხმევას ალტერნატივა არ აქვს, სხვაგვარად შეუძლებელია რუსების დამარცხება, საქართველოს გამთლიანება და ევროპაში ინტეგრაცია”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

“ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია” – ნიკა გვარამია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...