spot_img
მთავარიანალიტიკა"რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იწვევს პოლიტიკურ დამოკიდებულებას" - ნიკა...

“რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იწვევს პოლიტიკურ დამოკიდებულებას” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს, თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა:

,,რუსეთი ცდილობს ქართული საზოგადოების გულის მოგებას, რადგანაც რუსეთმა ნათლად დაინახა ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2017 წელს დააწესა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, უფრო მეტად გაიზარდა საქართველოს ევროკავშირში შესვლის მხარდამჭერთა რიცხვი, პროცენტული მაჩვენებელი. რაც გამოვლინდა იგივე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევებში, სადაც მოსახლეობის თითქმის 90% საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს, ხოლო 87% რუსეთს მტრად თვლის.

რუსეთის მიზანი, პირველ რიგში, იყო საქართველოში გაეზარდა მისდამი კეთილგანწყობილთა რაოდენობა. ამის გამო სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის აღადგინა.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის მოცულობამ 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 60% ქართული ალკოჰოლური პროდუქციის რეალიზება რუსულ ბაზარზე ხდება, ხოლო საწვავის 85%, რომელიც საქართველოში შემოდის, არის რუსეთიდან. შესაბამისად, რუსეთის გადაწყვეტილება არის მორიგი სატყუარა საქართველოსთვის, რადგან ეს გაზრდის მასზე დამოკიდებულებას, თუნდაც, იგივე ფრენების აღდგენა, სატრანსპორტო და ეკონომიკური დამოკიდებულება.

საქართველო რუსეთზე დამოკიდებული ხდება და ეს გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. რუსეთის ნდობა არ შეიძლება არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით.

უფასო სადილები არ არსებობს. რუსეთი ცდილობს რბილი ძალის პოლიტიკით, ე.წ. თაფლაკვერის პოლიტიკის გამოყენებით როგორმე ქართული საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვოს და საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება გაზარდოს.

საერთო ჯამში ფრენების აღდგენა საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა იმდენად დიდ ეფექტს ვერ მოახდენს, როგორც ეკონომიკური კავშირების განმტკიცება რუსეთთან.

საბოლოო ჯამში, ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე იწვევს პოლიტიკურ დამოკიდებულებას. ბუნებრივია, რუსეთი სანამ არის მტერი საქართველოსთვის, არ არის სასურველი ახლო კავშირების დამყარება”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...