სოციალურ ქსელში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და მწვავე შეფასებებთან ერთად კონკრეტულ განმარტებებსაც აკეთებს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, სოფიო ხორგუანი:
“ყროლ-ბოტობის “ინსტიტუტმა” თავის დრო მოჭამა. არათუ სარგებელი მოაქვს, პირიქით – დამკვეთის საზიანოდ მუშაობს უკვე.
არა მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ყველა ყველას იცნობს, არც იმიტომ, მატყუარა პატარა მწყემსის “მგელი მოდის” იგავი რომ მუშაობს. იმიტომ, რომ დამკვეთები თავად იქცნენ ყროლ-ბოტებად. ჭორი, ტყუილი, დაბრალება, გადაგდება – საჯარო პოლიტიკის ნორმად აქციეს.
p.s. ფეისბუკი გვაძლევს შესაძლებლობას, შევზღუდოთ მნახველები, დამკომენტარებლები, გავასაჩივროთ, დავბლოკოთ. ჰოდა, ასევე უნდა გაქრნენ პოლიტველიდან ეს ბილწი მავნებლები…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სოფიო ხორგუანი.

