spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიცია პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობს უცხო ქვეყნის სახელმწიფო...

“ოპოზიცია პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობს უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების განცხადებებზე” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ოპოზიციასთან მიმართებაში, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით:

,,ოპოზიცია რომ არასერიოზულად იქცევა, ამას შეჩვეული ვარ. უკვე მერამდენეჯერ ვუთითებ, რომ რეგლამენტს გაეცნონ. ნაცვლად იმ ისტერიისა, რასაც აწყობენ ხოლმე დახარჯონ რამდენიმე წუთი უბრალოდ საკუთარი ცოდნის გაღრმავებისა და რეგლამენტში ჩახედვისთვის. ორმა ადამიანმა მიმართა პრეზიდენტს, რომ 46 ადამიანის მიმართვა გამოეთხოვათ, რაც აბსურდია.

საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შარშან, ივნისში ჰქონდა ინიციატივა წამოყენებული სასამართლოსთან დაკავშირებით; შემდეგ დეკემბერში ,,რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა საგამოძიებო ჯგუფი და დღემდე არ გამოუტანიათ კენჭისყრაზე.

მე რამდენჯერმე შევახსენე მათ: 5 თუ 6 საგამოძიებო კომისია არის ინიცირებული, არ გამოაქვთ განსახილველად და კენჭისყრაზე. ნაცვლად იმისა, რომ უყურონ საკუთარ ამომრჩეველს, ქართველ მოქალაქეებს და სახელმწიფოს ინტერესებს, თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობენ უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების განცხადებებზე.

თუკი ეს საკითხი ასეთი სასწრაფო და საჩქარო იყო, არ ითმენდა ერთ დღესაც, უნდა ყოფილიყო რიგგარეშე სხდომა, რა გამოდის?! – ე.ი. გამოდის, რომ მომავალ კვირას დაგვიანებულია? მათი გადასაწყვეტია…“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლია –

სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის დაპატიმრების გადაწყვეტილებას ეხმაურება და კონკრეტულ...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...