პარასკევი, აპრილი 18, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიშეზღუდვები გზებზერიკოთის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

რიკოთის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...