spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს კორუმპირებული კლანი იდგა იმ სასამართლო გადაწყვეტილებების უკან,...

“ეს კორუმპირებული კლანი იდგა იმ სასამართლო გადაწყვეტილებების უკან, რომელიც მიღებულ იქნა ჩვენს წინააღმდეგ” – ბადრი ჯაფარიძე

,,ლელო – საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განმარტებებს აკეთებს ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, დღეს სარჩელს შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში და გამოიყენებენ ყველა რესურს, სანამ საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ:

,,საზოგადოებამ კარგად იცის იმ დევნის შესახებ, რომელიც უკვე 4 წელიწადია მიმდინარეობს ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ეს პოლიტიკური დევნა იყო დაკვეთილი ,,ქართული ოცნების“, მისი დამფუძნებლის მიერ, რომელიც განხორციელდა პროკურატურის და სასამართლოს მეშვეობით.

ცხადია, რომ დღეისათვის ყველაფერი ნათელია – სასამართლოში როგორ უმსგავსოდ მიიღება გადაწყვეტილებები იმ კლანის დაკვეთით, რომელიც იქნა სანქცირებული შეერთებული შტატების მიერ. სწორედ ეს კორუმპირებული კლანი იდგა იმ სასამართლო გადაწყვეტილებების უკან, რომელიც მიღებულ იქნა ჩვენს წინააღმდეგ.

ცხადია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გავაჩეროთ ჩვენი ბრძოლა. ამ კამპანიის და პოლიტიკური დევნის მიზანი იყო ჩვენი რეპუტაციის, სახელის შებღალვა, რაც არ გამოუვიდათ. იმიტომ, რომ ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ყველა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ ცალსახად და ერთხმად აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი.

ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ყველა სამართლებრივი გზა გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დღეს სასამართლო არის სრულად დაქვემდებარებული, ვაპირებთ ყველა ინსტანცია და შესაძლებლობა ამოვწუროთ, მანამ სანამ მივმართავთ საერთაშორისო სასამართლოს.

შესაბამისად, დღეს ვაპირებთ შევიტანოთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. იმიტომ, რომ მთელი ეს პროცესი იყო მართლაც გამორჩეულად კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიმართული“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...