spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ დასავლეთს მტრად წარმოაჩენთ საზოგადოებაში, რას ეფუძნება ჩვენი...

“თუ დასავლეთს მტრად წარმოაჩენთ საზოგადოებაში, რას ეფუძნება ჩვენი უსაფრთხოება?!” – პაატა მანჯგალაძე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს

საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე უფრო დიდი სტრატეგიული მიზანი, თუ არ ჩავთვლით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციას, ნამდვილად არ აქვს. თუ ასე ფიქრობს „ქართული ოცნება“, მაშინ ვერ ვხვდები, რა პრობლემაა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება. არცერთი საკითხი ამ რეკომენდაციებში არ არის ისეთი, რომელსაც 84-კაციანი უმრავლესობის მქონე „ქართული ოცნება“ ვერ შეასრულებს“, – განაცხადა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ეძებს მიზეზს და საბაბს, ვის დაბრალდეს კანდიდატის სტატუსის ვერმიღება.

რაში გჭირდებათ იმ ცვლილებების მიღებაში ოპოზიციის ხმა? რომელი ინიციატივა შემოიტანეთ დემოკრატიული და არ დაგიდექით? გარდა 12 პუნქტის შესრულებისა, არის კიდევ პოლიტიკური საკითხი. როცა იყო გაფართოებები სხვადასხვა დროს ან კანდიდატის სტატუსის მიღება, ქვეყნები მუშაობდნენ წევრ ქვეყნებთან, რომ დადებითი რეკომენდაციები ყოფილიყო. თქვენ რას აკეთებთ?

ყოველდღე ლანძღავთ დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ევროპარლამენტარებს ეძახით ლობისტურ მოსყიდულებს, ევროპარლამენტზე იძახით, რომ უმაღლეს საბჭოს ჰგავს, ევროკავშირი, ამბობთ, რომ საბჭოთა კავშირს ჰგავს, კანდიდატის სტატუსზე ამბობთ, რომ ჩალის ფასი აქვს, კანდიდატის სტატუსი სათაგურიაო – ეს აზიანებს რეალურად ჩვენს შესაძლებლობას, ჩვენს შანსს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, გაურკვეველია, რას ეფუძნება ქვეყნის უსაფრთხოება.

თუ დასავლეთი ომს გვაძალებს, რას ეფუძნება ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია, რუსეთის გულის მოგებას? რუსეთის წინაშე მუხლებზე დადგომას?! თუ დასავლეთს მტრად წარმოაჩენთ საზოგადოებაში, რას ეფუძნება ჩვენი უსაფრთხოება?!“- მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...