მმართველი პარტია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ხელმეორედ ვენეციის კომისიაში აგზავნის. ამასთან დაკავშირებით, მწვავე და კრიტიკულ შეფასებას აკეთებს ფრაქცია ,,ლელო – პარტნიორობა საართველოსთვის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი:
,,უბრალოდ უხერხულია იმიტომ, რომ ვენეციის კომისია მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ღიაა დაეხმაროს ქვეყნებს, დაწერონ და შექმნან უკეთესი სისტემები დემოკრატიისთვის – უბრალოდ უხერხულია 700-ჯერ მიმართო კითხვით იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ძალიან ნათლად დაწერა არა ერთხელ, რაც დავის საგანი ამ ძალიან ნათელი რეკომენდაციიდან გამომდინარე, მხოლოდ ხელოვნურად შეიძლება გახდეს.
იგივე მიემართება სასამართლოსთან დაკავშირებითაც.
გახსოვთ, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ადგილები ჩემი ხელით გავუმარკერე პარლამენტის თავმჯდომარეს. თუ კიდევ უჭირთ დასკვნის წაკითხვა, შემიძლია სხვა ფერის მარკერიც მოვიმარჯვო და მათ დავეხმარო ამ დასკვნების გაგებაში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


